Stella Eau de Toilette

153

აირჩიე ზომა

Stella Eau de Toilette - 30ml
Stella Eau de Toilette - 30ml
Stella Eau de Toilette - 100ml
Stella Eau de Toilette - 100ml

STELLA  ტუალეტის წყალი გვიზიარებს ისეთივე ქალურ სულისკვეთებას როგორიც წარმოდგენილია STELLA-ას სუნამოს წყალში, ხოლო ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, გულის ნოტებში მოთავსებულია ბულგარული ვარდის ესენცია, რომელიც არომატს მატებს სისუფთავის შეგრძნებას და ააშკარავებს სინათლეში გამოკვეთილი ვარდის იდეას.კაშკაშა მწვანე ნოტებით გამოკვეთილი, ნათელი და თამამი კომპოზიცია ქმნის მეტად ახალგაზრდულ და სუფთა სურნელს.

უნიკალური სურნელი იშლება გამამხნევებელი მანდარინისა და ლიმნის ნოტებით, ხოლო მშვიდი და ტენიანი შეგრძნების შესაქმნელად, დუეტის ერთობლივი ჟღერადობა დაბალენსებულია ფრეზიის ტონებით. არომატის გულში მოთავსებული ბულგარული ვარდის ესენცია აძლიერებს ქალურ ხასიათს, ხოლო იის ფოთლები და პიონის დელიკატური ფურცლები სურნელს სიმსუბუქეს მატებენ. ამავდროულად საბაზისო ნოტებში მოთავსებული ქარვა ააშკარავებს სურნელის მგრძნობელობით სავსე მხარეს.

არომატი - ყვავილოვანი

ზედა ნოტი: მანდარინის ესენცია

გულის ნოტი: ბულგარული ვარდი

საბაზისო ნოტი: ქარვა

Stella McCartney - დიზაინერმა პირველი სუნამო STELLA 2003 წელს გამოუშვა. სტელა მაკარტნიმ შექმნა სუნამოს მოდური კოლექციები, რომელიც კონტრასტებსა და წინააღმდეგობებზე თამაშს განასახიერებს. სტელა მაკარტნიმ ქალურობას შეჰმატა სიმკაცრე, სინაზეს - სიხისტე, ვინტაჟს - თანამედროვე სტილი, სექსუალურობას - მგრძნობელობა, ხოლო გახსნილობას - მოხერხებულობა.

შეფასებები