Pour Femme Intense

150

აირჩიე ზომა

Pour Femme Intense - 30ml
Pour Femme Intense - 30ml
Pour Femme Intense - 50ml
Pour Femme Intense - 50ml

Lacoste Pour Femme Intenseუდაოდ ქალური კომპოზიციაა, თანამედროვე სურნელი უნიკალური ფრანგული ელეგანტურობით. სუნამოს წყალის მომხიბვლელი სურნელი კანთან შეხებისას თითქოს ახალ ცხოვრებას იძენს და ხავერდის მსგავსად მოსავს მას. Lacoste Pour Femme Intense: მიმზიდველი, შეუდარებელი ქალური სურნელი, რომელიც ეთამაშება ჩვენს გრძნობებს.

Lacoste Pour Femme Intense იხსნება თანამედროვე, დახვეწილი კარამელის ნოტით, რომელიც არომატს მოულოდნელ მომხიბვლელობას მატებს.

სუნამოს გული - ახალი ყვავილოვანი ისტორიაა და ტოვებს თავის მოულოდნელობით სავსე ხელწერას ძირითადი ინგრედიენტის, ბულგარული ვარდის ესენციის მეშვეობით. ვარდის მშვენიერი სურნელი გვიზიარებს მგრძნობელობას და არომატს ბუნებრივ ელეგანტურობას მატებს. პიონისა და ზამბახის ნოტებით გამოკვეთილი ვარდი სუნამოს მეტად ინტენსიურს და ხავერდოვანს ხდის. საბაზისო ნოტებში მოთავსებულია ხის და თბილი სანდალის ხის ნოტები.

არომატი -ყვავილოვანი, აღმოსავლური

ზედა ნოტი: კარამელი

გულის ნოტი: ბულგარული ვარდი

საბაზისო ნოტი: სანდალის ხე

LACOSTE გამორჩეულილეგენდარული ბრენდია, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, წარმოებასა და ინოვაციაზე. LACOSTE დაარსდა 1933 წელს ჩოგბურთის ჩემპიონის, ფრანგი რენე ლაკოსტეს მიერ, როდესაც გაყიდვაში ჩაუშვა მოდური, მაღალი ხარისხის ჩოგბურთის მაისური ‘’Polo”. ნამდვილ სპორტულ ფესვებზე დაყრდნობით LACOSTE დღეს წარმოადგენს თანამედროვე სტილს. ბუნებრივი, ენერგიით, ბედნიერებითა და სიცოცხლით აღსავსე LACOSTE სუნამოები იდეალურად ერწყმის ყოველდღიურ სამოსს.

შეფასებები