Boucheron Place Vendome edp

279

აირჩიე ზომა

Boucheron Place Vendome edp - 100ml
Boucheron Place Vendome edp - 100ml

.ნაცნობი სახელი... სინათლისა და ძვირფასი ქვების ხორცშესხმა 150 წელზე მეტია... სახელი, ჩურჩული, როგორც საიდუმლო... ბუშერონის ქალი დამოუკიდებელი, თავისუფალი და თავდაჯერებულია.სინათლის ისტორია. იმ დროს, როცა პარიზი ოცნებობს, მზის სხივები სახლის სახურავებზე დასრიალებს. მზე ამოდის და სხივები ქარვასლებს კვეთს. ვანდომის სვეტიდან ასხლეტილი ჩრდილი დიდებულადაა მიმართული ნომერ 26-კენ. თეთრ სინათლეში ქალი ჩანს. ის გმირია. მისი კანის ძლიერი მხურვალების წუთიერი ბრწყინვალება ირეკლება თითოეულ მანდილოსანში. მიწაზე მყარი ნაბიჯებით მიუყვება თანამედროვე ქუჩებს. მისი სურნელი მისი სტილისა და სიძლიერის გამოხატულებაა. კვალდაკვალ ნიავივით თან მიაქროლებს გრაციასა და თავდაჯერებულობას. მას მხოლოდ ერთი რამ მოსავს: Boucheron Place Vendôme.

არომატი -ყვავილოვანი ხის

ზედა ნოტი:ვარდისფერი წიწაკის მარცვლები, ფორთოხლის ყვავილი

გულის ნოტი:ჟასმინი, თაფლი

ქვედა ნოტი:კედარის ხე, ბენზოინი

ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ფრანგულ საიუველირო ნაკეთობებზე ფრედერიკ ბუშერონს ეკუთვნის, რომელსაც 155 წელზე მეტი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი ჯერ პალე როიალის ქარვასლებში 1858 წელს, ხოლო შემდგომ კი - ვანდომის მოედანზე 1893 წელს. გულის ცემა მატულობს აღელვებისაგან, როდესაც სამკაულების ზარდახშა იხსნება და თვალწინ ექსტრაორდინალური ქმნილებები და ქვები იშლება. პირველმა იუველირმა როგორც კი გახსნა მაღაზია ვანდომის მოედანზე, ბუშერონის სახლი იმ დღიდანვე გახდა ლეგენდის ნაწილი. კატალოგიდან დაწყებული საკულტო ბეჭდით „Quatre”-თი დამთავრებული ფრანგ იუველირს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქება შეესხა ქალურობისთვის, ელეგანტურობისა და თანამედროვეობისათვის.

შეფასებები