Quatre Femme

117

აირჩიე ზომა

Quatre Femme - 30ml
Quatre Femme - 30ml
Quatre Femme - 50ml
Quatre Femme - 50ml

მტკიცე, თავისუფალი და გაბედული - ეს QUATRE ქალბატონია. QUATRE ბეჭედი წარმოადგენს თილისმას, რომელიც მუდამ თან უნდა ატაროთ, რადგან ელეგანტურობა ყველაფერს ეხამება. მას სამსახურში ჯინსები და ტყავის ქურთუკი აცვია, კოქტეილის წვეულებაზე - პატარა შავი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ხოლო პაემანზე - მსუბუქი აბრეშუმის ბლუზი. დღეს ბუშერონის სახლი თავის გმირ ქალბატონებს სთავაზობს ახალ, განუყოფელ აქსესუარს: QUATRE სუნამოს ქალბატონებისთვის, სიცოცხლით სავსე კომბინაცია თამამი თანამედროვეობისა და ბეჭდის სამარადისო ელეგანტურობისა.

არომატი -ყვავილოვანი ხილის

ზედა ნოტი:მწვანე მანდარინი, მწარე ფორთოხალი, ველური მარწყვი, წითელი მოცხარი

გულის ნოტი:ჟასმინი, ვარდი

ქვედა ნოტი:კედარის ხე, ქაშმირი

ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ფრანგულ საიუველირო ნაკეთობებზე ფრედერიკ ბუშერონს ეკუთვნის, რომელსაც 155 წელზე მეტი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი ჯერ პალე როიალის ქარვასლებში 1858 წელს, ხოლო შემდგომ კი - ვანდომის მოედანზე 1893 წელს. გულის ცემა მატულობს აღელვებისაგან, როდესაც სამკაულების ზარდახშა იხსნება და თვალწინ ექსტრაორდინალური ქმნილებები და ქვები იშლება. პირველმა იუველირმა როგორც კი გახსნა მაღაზია ვანდომის მოედანზე, ბუშერონის სახლი იმ დღიდანვე გახდა ლეგენდის ნაწილი. კატალოგიდან დაწყებული საკულტო ბეჭდით „Quatre”-თი დამთავრებული ფრანგ იუველირს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქება შეესხა ქალურობისთვის, ელეგანტურობისა და თანამედროვეობისათვის.

შეფასებები