Quatre Homme

152

აირჩიე ზომა

Quatre Homme - 30ml
Quatre Homme - 30ml
Quatre Homme - 50ml
Quatre Homme - 50ml
Quatre Homme - 100ml
Quatre Homme - 100ml

QUATRE მამაკაცი არ მისდევს არსებულ ტენდენციებს, იგი თავისი ხასიათის მიხედვით იმოსება. მომაჯადოებელი ღიმილითა და უნებური ელეგანტურობით იგი მშვიდი და მტკიცე ცხოვრების სტილს მისდევს. QUATRE ბეჭედი, რომელიც მისი შარმის საიდუმლოა, ყველაზე უკეთ ავლენს მამაკაცის ძლიერ და ამავდროულად მგრძნობიარე ინდივიდუალურობას. მას არასდროს ავიწყდება სუნამო, თავისი სავიზიტო ბარათი, საუცხოო ხასიათის ბრწყინვალე სურნელოვანი ანარეკლი.

არომატი -არომატიკული ხის

ზედა ნოტი:ბერგამოტი, ლაიმი, იის ფოთლები

გულის ნოტი:ლავანდა, ნემსიწვერა

ქვედა ნოტი:პაჩული, ცისტუს ლაბდანუმი

ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ფრანგულ საიუველირო ნაკეთობებზე ფრედერიკ ბუშერონს ეკუთვნის, რომელსაც 155 წელზე მეტი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი ჯერ პალე როიალის ქარვასლებში 1858 წელს, ხოლო შემდგომ კი - ვანდომის მოედანზე 1893 წელს. გულის ცემა მატულობს აღელვებისაგან, როდესაც სამკაულების ზარდახშა იხსნება და თვალწინ ექსტრაორდინალური ქმნილებები და ქვები იშლება. პირველმა იუველირმა როგორც კი გახსნა მაღაზია ვანდომის მოედანზე, ბუშერონის სახლი იმ დღიდანვე გახდა ლეგენდის ნაწილი. კატალოგიდან დაწყებული საკულტო ბეჭდით „Quatre”-თი დამთავრებული ფრანგ იუველირს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქება შეესხა ქალურობისთვის, ელეგანტურობისა და თანამედროვეობისათვის.

შეფასებები