La Collection Patchouli D'Angkor

779

აირჩიე ზომა

La Collection Patchouli D'Angkor  - 125ml
La Collection Patchouli D'Angkor - 125ml

მზის მიმზიდველი სხივის მსგავსად, ზედა ნოტებში გაერთიანებულია ბერგამოტის კრისტალური სისუფთავე, ჟასმინის სიკაშკაშე და ხრაშუნა მსხალი. გულის ნოტებში მოთავსებულია ფაჩულის ორი განსხვავებული ნოტი. არომატის გამქრალ სურნელს კვლავ აცოცხლებს ბურბონის წიწაკა. მთრთოლვარე, მუშკისებრი, ყვავილოვანი, შიპრის სურნელი გაძლიერებულია გვაიაკის ხისა და თეთრი მუშკის ნოტებით.

ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ფრანგულ საიუველირო ნაკეთობებზე ფრედერიკ ბუშერონს ეკუთვნის, რომელსაც 155 წელზე მეტი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი ჯერ პალე როიალის ქარვასლებში 1858 წელს, ხოლო შემდგომ კი - ვანდომის მოედანზე 1893 წელს. გულის ცემა მატულობს აღელვებისაგან, როდესაც სამკაულების ზარდახშა იხსნება და თვალწინ ექსტრაორდინალური ქმნილებები და ქვები იშლება. პირველმა იუველირმა როგორც კი გახსნა მაღაზია ვანდომის მოედანზე, ბუშერონის სახლი იმ დღიდანვე გახდა ლეგენდის ნაწილი. კატალოგიდან დაწყებული საკულტო ბეჭდით „Quatre”-თი დამთავრებული ფრანგ იუველირს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქება შეესხა ქალურობისთვის, ელეგანტურობისა და თანამედროვეობისათვის.

შეფასებები