Quatre Absolue de Nuit Pour Homme

189

აირჩიე ზომა

Quatre Absolue de Nuit Pour Homme - 50ml
Quatre Absolue de Nuit Pour Homme - 50ml
Quatre Absolue de Nuit Pour Homme - 100ml
Quatre Absolue de Nuit Pour Homme - 100ml

უდავოდ მისტიკური; ასეთი მამაკაცების შესახებ არ საუბრობენ. მათთვის სიტყვებზე მნიშვნელოვანი სტილია, ხოლო შენჩნევა სირთულეს არ წარმოადგენს. რამდენიმე უცვლელი, განსაცვიფრებელი დეტალი რომელიც მას გამოარჩევს: QUATRE-ს ბეჭედი და თამამი სურნელის ღრუბელი, მეტყველებენ მის ჩამოყალიბებულ ინდივიდუალურობაზე.

არომატი აფრქვევს ქარიზმატული იტალიური ლიმონის სურნელს, რომელსაც გამოკვეთს არომატული სალბისა და ლავანდის ნოტები. აკიგალავას ხის ნოტი ატყვევებს ფაჩულის, შავი წიწაკისა და ჯავზის პიკანტურ აქცენტებს, რომელიც აფორიაქებს გრძნობებს. დაძაბულობას გრძნობებს შორის აკავებს კედარის ხისა და ვეტივერის გავარვარებული სურნელოვანი ღრუბელი და შავი ვანილის პროვოკაციული ნოტი.  

არომატი - ხისებრი, აღმოსავლური, პიკანტური

ზედა ნოტები: იტალიური ლიმონი, სალბი, ფრანგული ლავანდა

გულის ნოტები: მადაგასკარის შავი წიწაკა, ჯავზი, აკიგალავას ხე

საბაზისო ნოტები: კედარის ხე, ვანილი, ჰაიტის ვანილი

ერთ-ერთი ულამაზესი ლეგენდა ფრანგულ საიუველირო ნაკეთობებზე ფრედერიკ ბუშერონს ეკუთვნის, რომელსაც 155 წელზე მეტი ხნის უკან ჩაეყარა საფუძველი ჯერ პალე როიალის ქარვასლებში 1858 წელს, ხოლო შემდგომ კი - ვანდომის მოედანზე 1893 წელს. გულის ცემა მატულობს აღელვებისაგან, როდესაც სამკაულების ზარდახშა იხსნება და თვალწინ ექსტრაორდინალური ქმნილებები და ქვები იშლება. პირველმა იუველირმა როგორც კი გახსნა მაღაზია ვანდომის მოედანზე, ბუშერონის სახლი იმ დღიდანვე გახდა ლეგენდის ნაწილი. კატალოგიდან დაწყებული საკულტო ბეჭდით „Quatre”-თი დამთავრებული ფრანგ იუველირს მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ქება შეესხა ქალურობისთვის, ელეგანტურობისა და თანამედროვეობისათვის.

შეფასებები