Serum Foundation Perfect Nude

87

აირჩიე ფერი

„მეორე კანის ეფექტი“, სიმსუბუქე, ბრწყინვალება და სრულყოფილება. მოულოდნელად მსუბუქი შრატი-ტონალური სრულყოფილს ხდის, მატებს ბრწყინვალებას, გლუვს ხდის კანის ზედაპირს და უვლის მას. უნაკლო მაკიაჟი. მოწინავე ტექნოლოგიებით დამზადებული ტონალური საშუალება მაგიური კომბინაციების შედეგია: • არასაგრძნობი ტექსტურა კანს მეორე კანის მსგავსად ეფინება, არის კომფორტული • მიკრონიზირებული პიგმენტი ბუნებრივ ფერს მატებს კანს • შეიცავს ინოვაციურ ელასტომერებს, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ დაიტანოთ საჭიროებიდან გამომდინარე, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი • პუდრის რბილი ნაწილაკები აკავებენ და ირეკლავენ სინათლეს, აუმჯობესებენ კანის ფერს, შედეგად სახის კანი გლუვია და ბრწყინავს, სახის კონტურები მეტად დახვეწილია. როგორც მოვლის საშუალება გამოირჩევა დამატენიანებელი, ლიფტინგის და დამცავი თვისებებით. ფორმულა შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ავსებს ენერგიით, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ასევე დაბალ და მაღალ მოლეკულარულ ჰიალურონის მჟავას რომლის მოქმედება ვრცელდება როგორც კანის ზედაპირზე - ატენიანებს და არბილებს ეპიდერმისს, ასევე კანის ღრმა შრეებზეც - სტიმულირებს კანის ბუნებრივ დამატენიანებელ პროცესს. სპეციალური UV ფილტრები იცავენ კანს UV სხივებისგან. დერმატოლოგიურად შემოწმებული. არაკომედეგენური. არ შეიცავს პარაბენებს.

გაათბეთ რამდენიმე წვეთი თითებით და დაიტანეთ სახის ზედაპირზე ცენტრიდან პერიფერიებისკენ.

Collistar - ინოვაციური და ყოველთვის კვლევის ეპიცენტრში მყოფი ბრენდი, შეიქმნა 1983 წელს მილანში. ცამეტ წელზე მეტია ბესთსელერიაიტალიაში და ასევე წარმოადგენს წარმატებულ საერთაშორისო ,,სილამაზის ბრენდს“. იგი განსაკუთრებული, სამეცნიერო კვლევისა და მაღალი ტექნოლოგიების ნაყოფია, სადაც თავმოყრილია შემოქმედებისიტალიური სიყვარული, ხარისხისა და სილამაზისადმი და ასევე ყურადღება გამახვილებულია ფასზე. სწორედ ეს აქცევს მას უმაღლესი ხარისხის ბრენდად, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს კომბინაცია გახდა კოლისტარის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი: მუდმივად განვითარებადმა კომპანიამ რამდენიმე ათეულ წელში მიაღწია გასაოცარ გაყიდვებს და კოსმეტიკის ბაზარზე ლიდერიგახდა. დღეს კოლისტარი ორმოცზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ევროპიდან შორეულ აღმოსავლეთამდე დადიდი წარმატებითსარგებლობს კლიენტებთან.

შეფასებები