Supertanning Dry Oil - SPF 15

74

მშრალი ზეთის სპრეი მარტივია გამოსაყენებლად და მისი შემადგენლობის წყალობით სწრაფად შეიწოვება. ფორმულა გამდიდრებულია E ვიტამინით, გულყვითელას ზეთით, სტაფილოთი, თხილისა და კაკლის ნაჭუჭით, რაც კვებავს და ატენიანებს კანს, ხდის ნაზსა და გლუვს. გასარუჯი მშრალი ზეთი აძლიერებს რუჯს, იცავს კანს მარილიანი წყლისგან და ჰაერისგან, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თმაზე. უფილტრო ვერსია განკუთვნილია უკვე გარუჯული კანისათვის, SPF 6 - ნორმალური კანისთვის, ხოლო  SPF 15 - ნაზი კანისთვის.
იპკურეთ სახეზე, ტანზე და თმაზე სანამ მზეზე გახვალთ. გაიმეორეთ ხშირად დღის განმავლობაში.
მოცულობა: 200 მლ

Collistar - ინოვაციური და ყოველთვის კვლევის ეპიცენტრში მყოფი ბრენდი, შეიქმნა 1983 წელს მილანში. ცამეტ წელზე მეტია ბესთსელერიაიტალიაში და ასევე წარმოადგენს წარმატებულ საერთაშორისო ,,სილამაზის ბრენდს“. იგი განსაკუთრებული, სამეცნიერო კვლევისა და მაღალი ტექნოლოგიების ნაყოფია, სადაც თავმოყრილია შემოქმედებისიტალიური სიყვარული, ხარისხისა და სილამაზისადმი და ასევე ყურადღება გამახვილებულია ფასზე. სწორედ ეს აქცევს მას უმაღლესი ხარისხის ბრენდად, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს კომბინაცია გახდა კოლისტარის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი: მუდმივად განვითარებადმა კომპანიამ რამდენიმე ათეულ წელში მიაღწია გასაოცარ გაყიდვებს და კოსმეტიკის ბაზარზე ლიდერიგახდა. დღეს კოლისტარი ორმოცზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ევროპიდან შორეულ აღმოსავლეთამდე დადიდი წარმატებითსარგებლობს კლიენტებთან.

მსგავსი პროდუქტები

შეფასებები