Jimmy Choo Floral

130

აირჩიე ზომა

Jimmy Choo Floral - 40ml
Jimmy Choo Floral - 40ml
Jimmy Choo Floral - 60ml
Jimmy Choo Floral - 60ml

Jimmy Choo Floral ახალი ტუალეტის წყალი, ყვავილების დელიკატური თაიგული იშლება მაგნოლიის ყვავილის დახვეწილი და მშვენიერი ნოტის ირგვლივ. ყვავილოვანი, ხილის, მუშკისებრი სურნელი გვხიბლავს ქალური ბრწყინვალებით. Jimmy Choo-ს ქალბატონი ჰარმონიულია ბუნებასთან, იგი სეირნობს პარკში და გრძნობს ახლად აყვავებული ყვავილების დელიკატურ სურნელს. Jimmy Choo Floral ქალურობის ოდაა, ძალზედ დახვეწილი და დამატყვეველი.

პარფიუმერის, ლუის ტერნერის მიერ შექმნილი Jimmy Choo Floral-ის დახვეწილი სურნელი აღვიძებს ქალაქში არსებულ გაზაფხულის სასიამოვნო განწყობას; როდესაც პარკებში და ტროტუარებზე იღვიძებს ბუნება და იმოსება ყვავილებით. არომატში ყვავილის ყოველი ფურცლის ტექსტურა თითქოს აღქმადია, თხელი მაგრამ კაშკაშა, დახვეწილი და ამავდროულად ქალაქის შესაფერისი, ეს არის ქალურობის ნათელი გამოხატულებაა და ყვავილოვანი, ხილის და მუშკისებრი ნოტების სიმფონია. ბერგამოტისა და ნექტარინის ზედა ნოტები გამოხატავენ Jimmy Choo-ს ქალის ულევ ენერგიას, რასაც მოჰყვება მაგნოლიის ნაზი ფურცლებისა და ტკბილი ბარდის დუეტი. საბაზისო ნოტებში იხსნება ამბროქსანისა და მუშკის მგრძნობიარე ნოტები.

არომატი - ყვავილოვანი, ხილის, მუშკისებრი

ზედა ნოტები: ბერგამოტის ზეთი, ნექტარინი, მანდარინის ზეთი

გულის ნოტები: მაგნოლიის ყვავილის ზეთი, ტკბილი ბარდა, გარგრის ყვავილი

საბაზისო ნოტები: ამბროქსანი, მუშკი, თეთრი ხე

Jimmy Choo არის საერთაშორისო მდიდრული ბრენდი. სახელი გაითქვა ქალის ხელნაკეთი,გამორჩეული ფეხსაცმლის დიზაინით. კომფორტული, საუკეთესო მასალისაგან დამზადებული, მაღალი ხარისხისმოდური ფეხსაცმელები, ელეგანტური და მდიდრული აქსესუარები უამრავი ქალის გულს იპყრობს. 2011 წელს ჯიმი ჩუმ პირველი სუნამო ჩაუშვა გაყიდვაში. იგი Jimmy Chooერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც იდეალურია ნებისმიერი შემთხვევისათვის. დახვეწილი, მაცდური სტილი და სუფთა ქალურობა ახასიათებს სუნამოს და ერწყმის მის სურნელს.

შეფასებები