Urban Hero

130

აირჩიე ზომა

Urban Hero - 30ml
Urban Hero - 30ml
Urban Hero - 50ml
Urban Hero - 50ml

ამ არომატისთვის ბრენდი ირჩევს თანამედროვე მამაკაცის ინტენსიურ და კონტრასტულ  ხასიათს, იკვლევს ქუჩის მხატვრობის კოდებს, რომელიც კავშირშია ყველა Urban Hero-ს მამაკაცთან. Jimmy Choo-ს მამაკაცი ჰარმონიული, თავდაჯერებული და კომუნიკაბელურია. ხისებრი არომატიკული არომატის ზედა ნოტები იხსნება თითისებრი ლაიმის გამამხნევებელი ნოტით, რომლის ჟღერადობა ხაზგასმულია შავი წიწაკის თბილი სურნელით. Jimmy Choo-ს მამაკაცის არტისტულობას გამოკვეთს არომატის გულში მოთავსებული ვარდისფერი ხე და ვეტივერი, ხოლო საბაზისო ნოტებში მოთავსებული ნაცრისფერი ამბრა და ტყავის ცხოველური ნოტი ააშკარავებს მის მეამბოხე ხასიათს.

არომატი - ხისებრი, არომატიკული

ზედა ნოტები: თითისებრი ლაიმი, შავი წიწაკა

გულის ნოტები: ვარდისფერი ხე, ვეტივერი

საბაზისო ნოტები: ნაცრისფერი ამბრა, ტყავის აკორდი

Jimmy Choo არის საერთაშორისო მდიდრული ბრენდი. სახელი გაითქვა ქალის ხელნაკეთი,გამორჩეული ფეხსაცმლის დიზაინით. კომფორტული, საუკეთესო მასალისაგან დამზადებული, მაღალი ხარისხისმოდური ფეხსაცმელები, ელეგანტური და მდიდრული აქსესუარები უამრავი ქალის გულს იპყრობს. 2011 წელს ჯიმი ჩუმ პირველი სუნამო ჩაუშვა გაყიდვაში. იგი Jimmy Chooერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც იდეალურია ნებისმიერი შემთხვევისათვის. დახვეწილი, მაცდური სტილი და სუფთა ქალურობა ახასიათებს სუნამოს და ერწყმის მის სურნელს.

შეფასებები