Roma Uomo

124

აირჩიე ზომა

Roma  Uomo - 75ml
Roma Uomo - 75ml

არომატი გამოხატავს იტალიის მდიდარ მემკვიდრეობასთან ძლიერ ემოციურ კავშირს. Laura Biagiotti Roma Uomo მარადიულ ქალაქს, რომს ეძღვნება, მის რომანტიულ და მისტიურ იერს.

ელეგანტური და პიკანტური არომატი ხაზს უსვამს მიმზიდველობასა და მამაკაცურობას.

კლასიკური და ელეგანტური სურნელის კომპოზიცია ვითარდება ნემსიწვერასა და მასოიას ხის ნოტების ირგვლივ.

არომატი – აღმოსავლური, ხისებრი

ზედა ნოტები: ვარდისფერი გრეიფრუტი, მანდარინი, ბაზილიკი, დაფნა

გულის ნოტები: ნემსიწვერა, მუხის ხავსი

საბაზისო ნოტები: ვანილი, კედარის ხე, მუშკი, სანდალის ხე, მასოიას ხე, ამბრა

ლაურა ბიაჯოტი იტალიური მოდის ელჩად ითვლება, იმის გამო რომ მან სხვადასხვა ქვეყნებთან პირველმა დაამყარა საქმიანი ურთიერთობები კომერციულ და კულტურის სფეროში. პირველი იტალიელი დიზაინერია, რომელმაც 1988 წელს ჩინეთში გამართა მოდის ჩვენება. 1995 წელს ლაურა ბიაჯოტისთვის გაიღო ლეგენდარული დიდი თეატრის კარები. 1997 წელს ლაურა ბიაჯოტი ეგვიპტურმა წითელმა ჯვარმა მიიწვია ქაიროში საქველმოქმედო მოდის ჩვენების გასამართად. 2022 წელს ლაურა ბიაჯოტის მიერ დაარსებული გოლფის კლუბი „Marco Simone Golf & Country Club“, რომელიც მასვე ეკუთვნის, გახდება პირველ იტალიური კლუბი რომელიც უმასპინძლებს რაიდერის თასს. „პარფიუმერია ჩემთვის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ყოველთვის ძვირფასი თანმხლები იყო. ჩემთვის სუნამო – ეს არის მეგობარი, მესაიდუმლე და იდეებით სავსე მხარდამჭერი, რომელსაც დრო არ ცვლის. Laura Biagiotti–ის Roma მსოფლიოში აღიარებული კლასიკური აროატია 25 წლიანი ისტორიით. ჩემმა ქალაქმა მე ძალიან ბევრი შემმატა და მეც შევეცადე საპასუხოდ რამე გამეკეთებინა მისთვის, Laura Biagiotti Parfums’–ის ეკონომიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერით აღმედგინა Capitoline Hill–ის მიქელანჯელოს Cordoned Staircase და პიაცა ფარნეზე–ს შადრევნები, მათი ზედაპირი დაიფარა იკრუსტაციით და გრაფიტი–თ“. – ამბობს ლაურა ბიაჯოტი.

შეფასებები