Rumeur 2 Rose

144

აირჩიე ზომა

Rumeur 2 Rose - 30ml
Rumeur 2 Rose - 30ml

გემრიელი ხილის ყვავილოვანი შუშხუნა და ბრწყინვალე Rumeur 2 Rose-სმაშინვე გამოარჩევთ ციტრუსების ცოცხალი არომატით: ფორთოხლის, ლიმნის, ბერგამოტისა და გრეიფრუტის გასაოცარი ნოტები - არეული მწვანე ფოთლების მხიარულ აკორდთან და გაწყობილი ტკბილი მსხლის დესერტის მადისაღმძვრელი გრძნობით... Rumeur წარმოადგენს თეთრი ვარდების თაიგულის დამათრობელი არომატის ვნებიან, ნაზ მხარეს და დახვეწილ მინდვრის შროშანს ცხრატყავისა და ხილის არომატით... ბოლოს მომაჯადოებელი მუშკის, საუცხოო ტყისა და მაცდუნებელი ამბრის მგრძნობიარე საბაზო ნოტი სუნამოს Rumeur 2 Rose ანიჭებს ლანვინის სახლის სუნამოების სამარკო ნიშანს - თანამედროვე მომხიბვლელობას.

არომატი - ხილისებრი ყვავილოვანი

ზედა ნოტი:ფორთოხალი, ლიმონი, ბერგამოტი, გრეიფრუტი, მცხალი, მწვანე ფოთლები

გულის ნოტი:თეთრი ვარდი, შროშანი, ცხრატყავა

ქვედა ნოტი:მუშკი, ხე, ქარვა

ჟან ლანვინმა 1889 წელს მოდის სახლის გახსნით შექმნა თამამი და თანამედროვე, დახვეწილობის სამყარო. ეს ქალი ბუნებით მეწარმე და სტილის ნამდვილი იმპერატორი იყო. მან თავი გაითქვა დასამახსოვრებელი სუნამოებითა და თამამი სახელებით: My Sin! Scandal, Prétexte... თუმცა ლანვინის სახლის ყველაზე დიდი ტრიუმფი მაინც Arpège იყო, პოლ ირიბის ცნობილი ნახატით მორთული და არმანდ რატოს არტ-დეკოთი შთაგონებული მრგვალი ფლაკონი.

შეფასებები