Marry Me

124

აირჩიე ზომა

Lanvin Marry Me - 30ml
Lanvin Marry Me - 30ml
Lanvin Marry Me - 75ml
Lanvin Marry Me - 75ml

პირველი დღეების ვნება, აღთქმის სინაზე, სიყვარულის ისტორიის პირობა. Marry me! ცხადი მოვლენა, ახირება თუ გამოწვევა. ლანვინმა წარმოსახვაში შექმნა ამ მიზიდულობის სურნელოვანი ხელწერა, ბედნიერებითა და ვნებით გაჟღენთილი სუნამო. რომანტიკული და მგრძნობიარე არომატი, უდარდელობის ესენცია ყველა შეყვარებული ადამიანისთვის. ყვავილების ოპტიმისტური სურნელის ტალღა, მხიარული, როგორც სიცილი. უზრუნველობისა და ქალურობის სურნელი. ოცნება სიყვარულზე, მიჯნურის დაცულ მკლავებში განცდილი სინაზის მსგავსად.

არომატი = ყვავილოვანი

ზედა ნოტი:მწარე ფორთოხალი, ატამი, ჟასმინის ჩაი

გულის ნოტი:სამბაკის ჟასმინი, მაგნოლია, ვარდი

ქვედა ნოტი:ქარვა, მუშკი

ჟან ლანვინმა 1889 წელს მოდის სახლის გახსნით შექმნა თამამი და თანამედროვე, დახვეწილობის სამყარო. ეს ქალი ბუნებით მეწარმე და სტილის ნამდვილი იმპერატორი იყო. მან თავი გაითქვა დასამახსოვრებელი სუნამოებითა და თამამი სახელებით: My Sin! Scandal, Prétexte... თუმცა ლანვინის სახლის ყველაზე დიდი ტრიუმფი მაინც Arpège იყო, პოლ ირიბის ცნობილი ნახატით მორთული და არმანდ რატოს არტ-დეკოთი შთაგონებული მრგვალი ფლაკონი.

შეფასებები