Eclat d'Arpege Pour Homme

144

აირჩიე ზომა

Eclat d'Arpege Pour Homme - 30ml
Eclat d'Arpege Pour Homme - 30ml
Eclat d'Arpege Pour Homme - 50ml
Eclat d'Arpege Pour Homme - 50ml

Éclat d’Arpège pour Homme გამამხნევებელი შხეფები ხმელთაშუა ზღვაში ჩაყვინთვის შეგრძნებას გვიქმნის. ციტრუსებისა და წყლის ნოტების კოქტეილი ერწყმის ლურჯი კედრის აკორდს და ქმნის Lanvin-ის მამაკაცების არომატების უნიკალურ ხელწერას. კომპოზიცია ელეგანტური და მასტიმულირებელია. სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნება გარანტირებულია.

არომატი - ხისებრი, ციტრუსოვანი, წყლოვანი

ზედა ნოტები: წყლის აკორდი, იტალიური ციტრუსები

გულის ნოტები: იის ფოთლები, როზმარინის ესენცია

საბაზისო ნოტები: კედრის აკორდი, მუშკი

ჟან ლანვინმა 1889 წელს მოდის სახლის გახსნით შექმნა თამამი და თანამედროვე, დახვეწილობის სამყარო. ეს ქალი ბუნებით მეწარმე და სტილის ნამდვილი იმპერატორი იყო. მან თავი გაითქვა დასამახსოვრებელი სუნამოებითა და თამამი სახელებით: My Sin! Scandal, Prétexte... თუმცა ლანვინის სახლის ყველაზე დიდი ტრიუმფი მაინც Arpège იყო, პოლ ირიბის ცნობილი ნახატით მორთული და არმანდ რატოს არტ-დეკოთი შთაგონებული მრგვალი ფლაკონი.

შეფასებები