Modern Princess

179

აირჩიე ზომა

Modern Princess - 30ml
Modern Princess - 30ml
Modern Princess - 60ml
Modern Princess - 60ml

ამ არომატით Lanvin იკვლევს ქალურობის თანამედროვე, განახლებულ ხედვას: ისეთის ვისი ცხოვრებაც იდუმალებითაა მოცული, ვინც პასუხისმგებელია საკუთარი ფარული ქმედებით გამოწვეულ შედეგზე, მეამბოხე და თავგადასავლების მაძიებელია.

თავისუფალი და მხიარული, იგი ცხოვრობს თანამედროვე პრინცესის ცხოვრობით, არღვევს ცხოვრების ზოგად და რომატიზმის თემასთან დაკავშირებულ წესებს. ძალზედ მგრძნობიარე და თავისუფალი, იყენებს საკუთარ კეთილ ნებას და თამაშობს საიდუმლოებებითა და თავდაჯერებულობით. იგი არასდროს ყოფილა და არც იქნება არც საკუთარი თავის და არც სხვის ტყვეობაში. იგი თავად ქმნის საკუთარ ბედს. მისთვის ყველაზე ძვირფასი - თავისუფლებაა.

ამ ყვავილოვანი და სექსუალური სურნელის კომპოზიციაში, ჟასმინისა და ვაშლი „ვარდისფერი ქალბატონის“ კომბინაცია უზრუნველყოფს განახლებულ გრძნობას. ენერგიის მიმნიჭებელი, თითქმის უვნებელი ვაშლისა და წითელი მოცხარის ზედა ნოტები აფრქვევენ მშვენიერ და სასიამოვნო სურნელს. გულის ნოტებში მოთავსებულია მეტად ქალური ინგრედიენტები, რომლებიც გამოკვეთენ მფლობელის თავდაჯერებულობასა და ხასიათს.   ერთდროულად დელიკატური და იდუმალი ჟასმინის ნოტი ერწყმის ფრეზიის ელეგანტურ სურნელს. თავდაპირველად სათუთი, რომანტიკული და დელიკატური ჟასმინი საბოლოოდ ათავისუფლებს მიმზიდველ და მაცდურ ხასიათს. არომატის მტკიცედ ქალური ხასითი მეტად ძლიერდება თეთრ მუშკთან კონტაქტისას, რაც გარდაქმნის ძალზედ სექსუალურ, ხავერდოვან შეგრძნებად. ექსტრემალურად მგრძნობიარე ვანილისა და ორქიდეის აკორდი ფატალურს ხდის არომატის ჟღერადობას. ძვირფასი თეთრი ხის ნოტი მუშკის ნოტთან ერთად გვპირდება ძალზედ კომფორტულ, სექსუალურ და მიმზიდველ შლეიფს.

არომატი - ყვავილოვანი

ზედა ნოტები: ვაშლი ვარდისფერი ქალბატონი, წითელი მოცხარი

გულის ნოტები: ჟასმინი, ფრეზია

საბაზისო ნოტები: ვანილისა და ორქიდეის აკორდი, თეთრი მუშკი

ჟან ლანვინმა 1889 წელს მოდის სახლის გახსნით შექმნა თამამი და თანამედროვე, დახვეწილობის სამყარო. ეს ქალი ბუნებით მეწარმე და სტილის ნამდვილი იმპერატორი იყო. მან თავი გაითქვა დასამახსოვრებელი სუნამოებითა და თამამი სახელებით: My Sin! Scandal, Prétexte... თუმცა ლანვინის სახლის ყველაზე დიდი ტრიუმფი მაინც Arpège იყო, პოლ ირიბის ცნობილი ნახატით მორთული და არმანდ რატოს არტ-დეკოთი შთაგონებული მრგვალი ფლაკონი.

შეფასებები