
Modern Princess Eau Sensuelle
აირჩიე ზომა
სენსუალური ინტრიგა.
ხალისით და იდუმალებით მოცული გვეპატიჟება თავის საძინებელში. მეტად სექსუალური, კანისფერი თხელი აბრეშუმითაა შემოსილი.
ყინულოვანი ეფექტი, რომელსაც გრეიფრუტის შეუდარებელი ნოტი ქმნის სიხარულით აღსავსეა; იგი შესანიშნავად ერწყმის წვნიან ატამს.
Eau Sensuelle გულის ნოტებში თანდათან ამჟღავნებს თავის ძლიერ მხარეს: ყვავილოვანი გული ააშკარავებს პიონის ფურცლების და თეთრი ჟასმინის რბილ და მგრძნობეოლბით სავსე სურნელს.
პარფიუმერმა, რომ შეექმნა მეტად მიმზიდველი სურნელი, გააუმჯობესა კრემოვანი და თბილი სანდალის ხის ნოტი, უშკის ნოტით კომბინირებული იგი ქმნის ეფექტს, რომელიც ერთდროულად ხისებრი და კრემოვანია.
არომატი - ყვავილოვანი, ხილის, ხის
ზედა ნოტები: გრეიფრუტი, ატამი
გულის ნოტები: პიონი, ჟასმინი
საბაზისო ნოტები: სანდალის ხე, მუშკი
ჟან ლანვინმა 1889 წელს მოდის სახლის გახსნით შექმნა თამამი და თანამედროვე, დახვეწილობის სამყარო. ეს ქალი ბუნებით მეწარმე და სტილის ნამდვილი იმპერატორი იყო. მან თავი გაითქვა დასამახსოვრებელი სუნამოებითა და თამამი სახელებით: My Sin! Scandal, Prétexte... თუმცა ლანვინის სახლის ყველაზე დიდი ტრიუმფი მაინც Arpège იყო, პოლ ირიბის ცნობილი ნახატით მორთული და არმანდ რატოს არტ-დეკოთი შთაგონებული მრგვალი ფლაკონი.