Eclat D'Arpege

140

აირჩიე ზომა

Eclat D'Arpege - 30ml
Eclat D'Arpege - 30ml
Eclat D'Arpege - 50ml
Eclat D'Arpege - 50ml

Éclat მელოდიაა. მისი ნორჩი ვიბრაცია ემოციებს, ბედნიერების შეგრძნებას აღძრავს, თუ ეს არ არის უკვე წინამორბედი, მაცნე... და თუ ის ჰაერში ლივლივებს... თან ტოვებს ნაზ, აბრეშუმისებრ, ელვარე, თბილ, ვნებიან და სანატრელ ნაკვალევს.

რა გამახსოვრდებათ იმ ქალისა, რომელიც ქუჩაში გვერდით ჩაგივლით? მისი სურნელი... პირველი შეხვედრიდანვე შთაბეჭდილება ხანგრძლივდება, ის დახვეწილი და ელვარეა.  ქალსა და Éclat d’Arpège შორის არ არის მხოლოდ ხანმოკლე გატაცება. იგი მეხსიერებაში ღრმად აღბეჭდილი და გრავირებულია. ქალი აგრძელებს სიცოცხლეს, შეიგრძნობს თითოეულ ნოტს სამუდამოდ, რადგან იგი სიყვარულში ერთგულია.

არომატი - ყვავილოვანი

ზედა ნოტი:მწვანე იასამანი, ლიმნის ფოთლები

გულის ნოტი:გლიცინია, მწვანე ჩაის ფოთლები, ატმის ყვავილი, წითელი პეონი, ოსმანტუსი

ქვედა ნოტი:თეთრი კედარი, მუშკი, ქარვა

ჟან ლანვინმა 1889 წელს მოდის სახლის გახსნით შექმნა თამამი და თანამედროვე, დახვეწილობის სამყარო. ეს ქალი ბუნებით მეწარმე და სტილის ნამდვილი იმპერატორი იყო. მან თავი გაითქვა დასამახსოვრებელი სუნამოებითა და თამამი სახელებით: My Sin! Scandal, Prétexte... თუმცა ლანვინის სახლის ყველაზე დიდი ტრიუმფი მაინც Arpège იყო, პოლ ირიბის ცნობილი ნახატით მორთული და არმანდ რატოს არტ-დეკოთი შთაგონებული მრგვალი ფლაკონი.

შეფასებები