Bois de Vetiver

68

აირჩიე ზომა

Bois de Vetiver - 50ml
Bois de Vetiver - 50ml

პარფიუმერის, კრისტოფ რეინოს მიერ შექმნილი გამამხნევებელი ხისებრი არომატის სტრუქტურულ კომპოზიციაში ზეიმობს ვეტივერის მრავალფეროვნება. ერთდროულად ძლიერიც და სათუთიც, თბილიც და გრილიც - ეს დახვეწილი ხის ნოტი დიდებული კონტრასტებით განასახიერებს უკიდურესად მამაკაცურ ნოტს.

ზედა ნოტებში ვარდისფერი გრეიფრუტისა და ფორთოხლის დუეტი აფრქვევს ნათელ, კაშკაშა ენერგიას, რომელსაც აძლიერებს პიტნის არომატიკული ნოტი.

შემდგომ არომატი გვხიბლავს ვარდისა და ნემსიწვერას სათუთი სურნელით, რომელიც იხსნება ამბროქსანისა და ფაჩულის ღრმა სტრუქტურული ნოტების ფონზე და გამოკვეთს ვეტივერის მომხიბვლელ ელეგანტურობას.

და ბოლოს მშვიდი ნოტების თანხლებით, მუშკის აკორდი ინტენსიურად მამაკაცურ ხასიათს სასიამოვნო სითბოს მატებს.

არომატი - ფუჟერული, ციტრუსოვანი, ხის

ზედა ნოტები: ჯინჯერი, მანდარინი

გულის ნოტები: იუზუს ხე, სალბი

საბაზისო ნოტები: პაპირუსი, ხავსი

,,მე მიყვარს სუნამო. ადრე სუნამოებზე მიმუშავია და ძალიან მიხარია ახალი სუნამოს დღეს გაყიდვაში ჩაშვება. მე მიყვარს როგორც ქალბატონების სუნამოები, ასევე - მამაკაცების. ისინი ცხოვრებას ალამაზებენ. სუნამო ხომ ცხვირის ერთგვარი მოდაა...“ - განაცხადა კარლ ლაგერფელდმა. 2014 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, კარლ ლაგერფელდი სუნამოს ისტორიის ახალ ფურცელს შლის, რომელიც გაჟღენთილია დახვეწილი და ამავდროულად თანამედროვე სტილით. ეს განაპირობებს დიზაინერის მოდას, სტილს, ფოტოგრაფიას, გამოსახულებით და ციფრულ ინოვაციას.

შეფასებები