Y Men Eau de Toilette

310

აირჩიე ზომა

Y Men Eau de Toilette - 60ml
Y Men Eau de Toilette - 60ml
Y Men Eau de Toilette - 100ml
Y Men Eau de Toilette - 100ml

Yves Saint Laurent თეთრი მაისურითა და შავი ქურთუკით შთაგონებული, Eau de Toilette წარმოადგენს ბალანსს სიახლესა და სიმტკიცეს შორის. სუფთა თეთრი მაისურის მსგავსად, ბერგამოტის, სალბისა  და ჯანჯაფილის ნოტები გთავაზობთ მკვეთრ, წვნიან სიახლის შეგრძნებას, რათა დაძლიოს ერთფეროვნება და გადააჭარბოს ყველა მოლოდინს. მის ბაზაზე ბალზამის ნაძვის, კედარის ხისა და ზღვის ამბრას ნოტები ასახავს სადა, შავი ქურთუკის ნატიფ ძალას, რომელიც მოდური და საოცრად ძლიერია. ავთენტური და თამამი ქმნილება, Y მამაკაცურობის ახალი განსაზღვრებაა. 

ფლაკონიც თანამედროვე, შემოქმედებითი მამაკაცურობის გამოხატულებაა. ლითონის ‘’Y’’ საშუალებით, იგი იძლევა კავშირს ბრენდის Yves Saint Laurent- ის მემკვიდრეობასთან. Y თანამედროვე მამაკაცური ფასეულობების განსახიერებაა. ეს არ არის მამაკაცის ისტორია,  არამედ შემოქმედებითი თაობის ისტორია, რომლებმაც გაბედეს მიჰყოლოდნენ თავიანთ ვნებას და შეძლეს ჩამოეყალიბებინათ საკუთარი გზა - ინსპირაციის, შრომისმოყვარეობის, მიღწევებისა და წარმატების საშუალებით.

არომატი - ციტრუსოვანი, ხის

ზედა ნოტები: ნემსიწვერას ესენცია

გულის ნოტები: საკმეველი

საბაზისო ნოტები: ამბრა

Yves Saint Laurent - ფრანგული მაღალი მოდის სახლის, დამაარსებელი ივ სენ ლორანი 1936 წელს ალჟირში დაიბადა და ახალგაზრდობიდანვე სილამაზის განუმეორებელი აღქმით გამოირჩეოდა. Yves Saint Laurent - მრავალფეროვანი და მეამბოხე სულის მატარებელი ბრენდი ივ სენ ლორანმა 1961 წელს დაარსა. პირველი არომატი 1964 წელს გამოვიდა. Yves Saint Laurent - არომატები გამოირჩევა გაბედული და თავბრუდამხვევი, მუდმივად ცვალებადი და შოკისმომგვრელი კომპოზიციებით.

შეფასებები