Idole L'Intense

272

აირჩიე ზომა

Idole L'Intense - 25ml
Idole L'Intense - 25ml
Idole L'Intense - 50ml
Idole L'Intense - 50ml

მიაღწიეთ წარმატებას IDÔLE L'INTENSE-თან ერთად

სამი ენთუზიაზმით სავსე და ერთგული პარფიუმერი ქალბატონები, სამი სხვა და სხვა კონტინენტიდან რომლებმაც შექმნეს Idôle Le Parfum კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ რომ შეექმნათ ეს ახალი ინტენსიური სურნელი.

არომატი მათთვის ვისაც შეუძლია ოცნება; ძლიერი და დამპყრობელი ქალების ახალი თაობა.

არომატი მომავალი დიადი და ბრწყინვალე ლიდერებისთვის, რომლებიც ანთებენ წარმატების ცეცხლს და და სხვებსაც გზას უნათებენ.

არომატი ახალი Idôle-ბისთის, რომლებიც თამამად უნათებენ სხვებს ბილიკს. მათთვის, ვისი აურაც სიდიადესა და წარმატებას ასხივებს, შთააგონებს Idôle-ს, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში ცხოვრობს.

ახლა შენი დროა, აანთე სინათლის ეს სხივი და გახდი მისაბაძი სხვისთვის. სამყარო მეტად გაბრწყინდება, რადგან წარმატების მიღწევის შემდეგ თქვენ სხვებსაც შთააგონებთ ახალი სიმააღლეების დასაპყრობად.

Idôle L’Intenseკომპოზიციაში შენარჩუნებულია Idôle Le Parfum-ის ხელწერა, მაგრამ მისი სურნელი მეტად ძლიერი და მიმზიდველია. ყვავილოვანი გული გარშემოსილია ჟღერადი შიპრისებრი აკორდით და მგრძნობიარე ვანილის ნოტით. ბრწყინვალე ვარდი და ჟასმინის მრავალფეროვანი დუეტი სუნამოს მგრძნობიარე ხასიათს ანიჭებს.

არომატი - ყვავილოვანი

ზედა ნოტები: ინტენსიური, სუფთა და ბრწყინვალე შიპრის აკორდი, მანდარინი, მწარე ფორთოხალი

გულის ნოტები: ვარდის ინტენსიური ესენცია (ხელით მოკრეფილი ისპარტასა და გრასის ვარდები), ჟასმინის ინტენსიური აბსოლუ (ეგვიპტური ჟასმინი, ინდური ჟასმინი, სამბაკის ჟასმინი)

საბაზისო ნოტები: შიპრისებრი მერქნოვანი აკორდი (ფაჩული, კედარის ხე, ქაშმირი), აკიგალავას ხე, სანდალოზის ხე, ტკბილი ამბრისებრი ვანილის აკორდი (მიღებული მადაგასკარის ბურბონის ვანილისგან)

Lancôme - ფრანგული სილამაზის ბრენდი დაარსდა 1935 წელს არმან პეტიჟანის მიერ. Lancôme სახელწოდება შთაგონებული იქნა შატო ლანკოზმის სასახლის ნანგრევებიდან, ხოლო კომპანიის სიმბოლო, ოქროსფერი ვარდი კი - სასახლის ეზოში აყვავებული ვარდებისგან. აღმოაჩინეთ Lancôme-ის საუცხოო, მგრძნობელობით სავსე არომატები, სასიამოვნო ტექსტურის მქონე ეფექტური კანის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკის მრავალფეროვანი პროდუქტები. Lancôme ეს არის ბრენდი, რომელიც ეხმარება ქალბატონებს ინდივიდუალური სილამაზის გაუმჯობესებაში.

შეფასებები