Oudmazing

234

აირჩიე ზომა

Oudmazing Black - 50ml
Oudmazing Black - 50ml
Oudmazing Black - 100ml
Oudmazing Black - 100ml

ფორთოხლისა და ბერგამოტის ბრწყინვალე დუეტთან შერწყმული, საოცარი მალაიზიის უდის ჟღერადობას არბილებს წვნიანი მსხლისა და ხმელთაშუა ზღვის ლეღვის აკორდი. სუნამოს კომპოზიციას ხსნის მგრძნობიარე ზამბახი, ეგვიპტური ჟასმინი და ფაჩული, სურნელს სითბოსა და მგრძნობელობას ჰმატებს მდიდარი ტყავის ნოტები, ვანილი, ვარდისფერი ყურძენი და თეთრი მუშკი.

Montale - ის სახლი პიერ მონტალის მიერ 2003 წელს დაარსდა. საუდის არაბეთში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, სადაც იგი სუნამოებს სამეფო ოჯახისთვის ქმნიდა, დაბრუნდა პარიზში, რომ დასავლეთ სამყაროსთვის წარმოედგინა გასაოცარი აღმოსავლური ქმნილებანი. პიერ მონტალმა შეარჩია გუნდრუკი, ბალზამი, ამბერი, კედარი, ბრწყინვალე ხე და ათასობით სხვა საუცხოო ინგრედიენტი, რათა შეექმნა Montale - ის ბედნიერებისა და სიყვარულის ელექსირის სუნამოები. Montale სუნამოების პირველი ფრანგული ხაზია, რომელიც მიეძღვნა Aoud-ს. ეს არის ,,ღმერთების ხე“, სამეფო ინგრედიენტი, საიდუმლო და ათასწლოვანი მალამო, რომელსაც მეფეები და სულთნები აფროდიზიაკის თვისებებს ანიჭებდნენ. მონტალის კოლექცია გაჟღენთილია აღმოსავლური ფუფუნებითა და ფერებით. მონტალი სუნამოებს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი მასალებიდან ქმნის, რომელიც მათ ინტენსიურობასა და განსაკუთრებულ ხანგრძლივობას ანიჭებს. ალუმინის ბოთლი სპეციალურადაა შექმნილი, რათა დაიცვას ეს გასაოცარი სურნელები და ხელი შეუწყოს მათ გაუმჯობესებას.

შეფასებები