Paul Smith Hello You

139

აირჩიე ზომა

Paul Smith Hello You - 50ml
Paul Smith Hello You - 50ml

დიდებული ნივთები მცირე დეტალებისგან იქმნება: პიჯაკის ფერადი სარჩული, დელიკატური ყვავილი ჰავაის ჩითის პერანგზე, ან პინ-აპ სტილში შესრულებელი მოდელის ნახატი საფულის შიდა მხარეს.

ამ დაფარული დეტალების აღმოჩენისას განცდილი სიხარული და სიამოვნება, რომლის შესახებ მხოლოდ შენ იცი. ეს არის იმ სამყაროს არსი, რომელსაც ქმნის პოლ სმიტი.

პოლ სმიტის Hello You! არ არის გამონაკლისი. იგი არ არის თვალსაჩინო, მაგრამ არსებობს, სურნელი აშკარად ეთამაშება ბრიტანელი დიზაინერის იკონიკურ კოდებს და ინარჩუნებს თანამედროვე ხასიათს.

Hello You!-ს შემთხვევაში პარფიუმერებმა ფანი ბალიმ და დომინიკ როპიონმა შთაგონების წყარო პოლ სმიტის ფერებში ჰპოვეს. გამამხნევებელი, კაშკაშა ციტრუსების სურნელს მოჰყვება გულის ნოტებში მოთავსებული ძალზედ ბრიტანული, წვნიან ვაშლის აკორდთან შერწყმული არომატიკული ლავანდა. საბაზისო ნოტები გამოკვეთენ ფაჩულისა და ვეტივერის მამაკაცურ ხასიათს, რომელსაც აძლიერებს საკმელას აბსოლუ.   

არომატი - ხის, ხილის, მწვანე

ზედა ნოტები: ყვითელი მანდარინი, ბერგამოტი, ქინძის მარცვლები

გულის ნოტები: ვარდისფერი წიწაკა, ლავანდა, ვაშლი

საბაზისო ნოტები: ვეტივერი ჰაიტიდან, ფაჩული, საკმელას აბსოლუ

 

Paul Smith მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, უნიკალური სტილითა და ორიგინალური, დახვეწილი კოსტიუმებით. პოლ სმიტის კოლექციები აერთიანებს ნათელ ინდივიდუალურობას, მომხიბვლელობას, თანამედროვე შტრიხსა და ბრიტანული იუმორის გასაოცარ გრძნობას. სწორედ ეს „სმიტისეული“, ლეგენდარული იუმორი აქცევს მის სამოსს სახელგანთქმულს მსოფლიოში. Paul Smith-ის სუნამოები მოდის სამყაროს განუყოფელი ნაწილია. თითოეული სუნამო გასაოცარი ისტორიის მატარებელია.

შეფასებები