Eau De Rochas Body Lotion

115

აირჩიე ზომა

Eau De Rochas Body Lotion - 500ml
Eau De Rochas Body Lotion - 500ml

ტანის ლოსიონი მნიშვნელოვანი პროდუქტია იმისთვის, რომ უფრო მკვეთრად შეიგრძნოთ Eau De Rochas გამამხნევებელი სურნელი, სადაც გამეორებულია არომატის ცოცხალი და თვალისმომჭრელი ნოტები. ლოსიონი დიდი მოცულობის ფლაკონშია მოთავსებული, რადგან სისუფთავის შეგრძნება უსაზღვრო უნდა იყოს.

ყველა დიდებული მამაკაცის უკან განსაკუთრებული ქალია. მარსელ როშას უკან სამი ქალბატონია. პირველი ივონი, მან მოუწოდა რომ მოდის სახლი დაეარსებინა. მეორე - რინა, მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიას ხელმძღვანელობდა. მესამე - ჰელენი, მან მარსელ როშა პარფიუმერი გახადა. ჰელენი, გასაოცარი მუზა, „Femme”-ის პარფიუმერიის სამყაროს დიდებული შედევრის შთაგონების წყარო. მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ამ ელეგანტურმა ქალბატონმა დაამტკიცა თავისი პარფიუმერული ნიჭი და გამოუშვა თავისი დროის ყველაზე ცნობადი ქმნილებები: FEMME, MADAME ROCHAS და TOCADE. ეს სამი ძალზედ ქალური არომატი ამჟამად Rochas არომატების მემკვიდრეობას წარმოადგენენ. ისინი კომპანიის ისტორიას მოგვითხრობენ - მის თავისუფალ სულისკვეთებას და ელეგანტურობას გამოხატავენ. ეკუთვნიან მომავალს და წარსულს, კლასიკური არომატების სიმბოლოები, რომლებიც მომავალი არომატების გზამკვლევები არიან.

მსგავსი პროდუქტები

შეფასებები