Madame Rochas

282

აირჩიე ზომა

Madame Rochas - 100ml
Madame Rochas - 100ml

ალდეჰიდური ყვავილოვანი Madame Rochas კომპოზიციაში გაძლიერებულია ხავერდოვანი თეთრი ყვავილების სისუფთავე - ჟასმინი და ტუბეროზა, ნეროლი და ილანგ-ილანგი. მათრობელა თაიგული კრემოვანი და პუდრისებრი შლეიფით ალდეჰიდების მეშვეობით შეიგრძნობა. ხავერდოვანი სანდალის და კედარის ხე ახანგრძლივებენ ჯადოსნურ სურნელს და არ ფარავენ ნაზი ფურცლების სინათლეს.

არომატი - პიკანტური, ხილის, შიპრისებრი

ზედა ნოტები: ნეროლი, ალდეჰიდები

გულის ნოტები: თეთრი ყვავილები, ჟასმინი

საბაზისო ნოტები: სანდალის ხე, კედარის ხე

ყველა დიდებული მამაკაცის უკან განსაკუთრებული ქალია. მარსელ როშას უკან სამი ქალბატონია. პირველი ივონი, მან მოუწოდა რომ მოდის სახლი დაეარსებინა. მეორე - რინა, მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიას ხელმძღვანელობდა. მესამე - ჰელენი, მან მარსელ როშა პარფიუმერი გახადა. ჰელენი, გასაოცარი მუზა, „Femme”-ის პარფიუმერიის სამყაროს დიდებული შედევრის შთაგონების წყარო. მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ამ ელეგანტურმა ქალბატონმა დაამტკიცა თავისი პარფიუმერული ნიჭი და გამოუშვა თავისი დროის ყველაზე ცნობადი ქმნილებები: FEMME, MADAME ROCHAS და TOCADE. ეს სამი ძალზედ ქალური არომატი ამჟამად Rochas არომატების მემკვიდრეობას წარმოადგენენ. ისინი კომპანიის ისტორიას მოგვითხრობენ - მის თავისუფალ სულისკვეთებას და ელეგანტურობას გამოხატავენ. ეკუთვნიან მომავალს და წარსულს, კლასიკური არომატების სიმბოლოები, რომლებიც მომავალი არომატების გზამკვლევები არიან.

შეფასებები