Tocade

257

აირჩიე ზომა

Tocade - 100ml
Tocade - 100ml

ექსტრავაგანტული, ყვავილოვანი, აღმოსავლური კომპოზიცია, რომელიც სცდება სიუხვის საზღვრებს. ყვავილების დედოფალი ვარდი, ჩაძირულია ჭარბი დოზით გამოყენებულ ვანილში, უნიკალურ აკორდში რომელიც შეუძლებელია დაივიწყო. შეიგრძნობა ბერგამოტის ჩაის და მოხალული ნუშის ნოტების სურნელი, მაგრამ კეთილდღეობის შეგრძნებას უხვი სიტკბო იწვევს.

არომატი - აღმოსავლური, ყვავილოვანი

ზედა ნოტები: ბერგამოტი

გულის ნოტები: ვარდი, ჟასმინი

საბაზისო ნოტები: დიფტერიქსის მარცვლები, ნუში, ვანილი

ყველა დიდებული მამაკაცის უკან განსაკუთრებული ქალია. მარსელ როშას უკან სამი ქალბატონია. პირველი ივონი, მან მოუწოდა რომ მოდის სახლი დაეარსებინა. მეორე - რინა, მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიას ხელმძღვანელობდა. მესამე - ჰელენი, მან მარსელ როშა პარფიუმერი გახადა. ჰელენი, გასაოცარი მუზა, „Femme”-ის პარფიუმერიის სამყაროს დიდებული შედევრის შთაგონების წყარო. მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ამ ელეგანტურმა ქალბატონმა დაამტკიცა თავისი პარფიუმერული ნიჭი და გამოუშვა თავისი დროის ყველაზე ცნობადი ქმნილებები: FEMME, MADAME ROCHAS და TOCADE. ეს სამი ძალზედ ქალური არომატი ამჟამად Rochas არომატების მემკვიდრეობას წარმოადგენენ. ისინი კომპანიის ისტორიას მოგვითხრობენ - მის თავისუფალ სულისკვეთებას და ელეგანტურობას გამოხატავენ. ეკუთვნიან მომავალს და წარსულს, კლასიკური არომატების სიმბოლოები, რომლებიც მომავალი არომატების გზამკვლევები არიან.

შეფასებები