Mademoiselle Rochas Couture

139

აირჩიე ზომა

Mademoiselle Rochas Couture - 30ml
Mademoiselle Rochas Couture - 30ml

Mademoiselle Rochas Couture - ელეგანტურობის დეკლარაცია

მან მოირგო რამდენიმე ტანისამოსი რამდენჯერმე შეხედა თავის სილუეტს გარდერობის სარკეში. დღეს საღამოს წვეულებაზე როგორც ყოველთვის იგი იბრწყინებს. ყველაფერი რაც მას სჭირდება ეს არის ღიმილი, იუმორის გრძნობა და დაუვიწყარი შლეიფი. იგი რომანის შეუდარებელი პარიზელი ქალბატონია და ასევე ქალია რომელიც დედაქალაქის ქუჩებში იპყრობს მზერას. იგი თან ანგელოზივით მშვიდია თან მხიარული, თავის ქალურობას მუშკისა და თეთრი ყვავილების სურნელის ჰიპნოზური ძალით გამოკვეთს.

ინტენსიური ყვავილოვანი ნაყენი

პარფიუმერის ჯულიეტა კარაგუეზოგლუს ახალი ხისებრი ყვავილოვანი ქმნილება, ღამის პარიზის სიმბოლო: ელეგანტური, ნათელი და მარადიული. სუნამოს წყალი წინამორბედებთან შედარებით მეტად ინტენსიური და მგრძნობიარეა და მისი სურნელი ირეკლავს მომხიბვლელი ახალგარზრდა ქალბატონის ელეგანტურ ფიგურას. არომატის კომპოზიცია იშლება ვარდისფერი წიწაკის, მსხლის და ბერგამოტის პიკანტური კომბინაციით, გულის ნოტებში მოთავსებული ფორთოხლის ყვავილი, მინდვრის შროშანი და ჰელიოტროპი მატებენ რბილ ჟღერადობას. თეთრი ყვავილების მათრობელა სურნელი გამოკვეთილია მუშკის, დიფტერიქსის მარცვლებისა და სანდალის ხის ნოტებით.

არომატი - ხისებრი, ყვავილოვანი

ზედა ნოტები: ბერგამოტი, ვარდისფერი წიწაკა, მსხალი

გულის ნოტები: მინდვრის შროშანი, ფორთოხლის ყვავილი, ჰელიოტროპი

საბაზისო ნოტები: მუშკი, სანდალის ხე, დიფტერიქსის მარცვლები

ყველა დიდებული მამაკაცის უკან განსაკუთრებული ქალია. მარსელ როშას უკან სამი ქალბატონია. პირველი ივონი, მან მოუწოდა რომ მოდის სახლი დაეარსებინა. მეორე - რინა, მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიას ხელმძღვანელობდა. მესამე - ჰელენი, მან მარსელ როშა პარფიუმერი გახადა. ჰელენი, გასაოცარი მუზა, „Femme”-ის პარფიუმერიის სამყაროს დიდებული შედევრის შთაგონების წყარო. მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ამ ელეგანტურმა ქალბატონმა დაამტკიცა თავისი პარფიუმერული ნიჭი და გამოუშვა თავისი დროის ყველაზე ცნობადი ქმნილებები: FEMME, MADAME ROCHAS და TOCADE. ეს სამი ძალზედ ქალური არომატი ამჟამად Rochas არომატების მემკვიდრეობას წარმოადგენენ. ისინი კომპანიის ისტორიას მოგვითხრობენ - მის თავისუფალ სულისკვეთებას და ელეგანტურობას გამოხატავენ. ეკუთვნიან მომავალს და წარსულს, კლასიკური არომატების სიმბოლოები, რომლებიც მომავალი არომატების გზამკვლევები არიან.

შეფასებები