Collection Extraordinaire - Reve De Cashmere

1324

აირჩიე ზომა

Collection Extraordinaire - Reve De Cashmere - 125ml
Collection Extraordinaire - Reve De Cashmere - 125ml

Rêve de Cashmere ეს არომატი ეძღვნება იმ კომფორტულ შეგრძნებას, რომელსაც კანთან შეხებისას აღძრავს რბილბეწვიანი ქსოვილი.

ნაზავი, რომელიც აამაღლებს ემოციას. გრძნობები იღვიძებენ ბევრად ადრე სანამ კომპოზიცია სრულად გაიშლება. Rêve de Cashmere განსაცვიფრებელ მოგზაურობაში გვიწვევს და გვთავაზობს კომფორტულ და მიმზიდველ სურნელს. „ამ ქმნილების გულში მოთავსებულია იდეა არომატზე, რომელიც ისეთივე კომფორტულია, როგორც ქაშმირის ქსოვილი“, აღნიშნავს პარფიუმერი ფაბრის პელეგრინი. აბსოლუტური ელეგანტურობით მან შექმნა შეუდარებლად სრულყოფილი არომატი. ნაზი, რბილი და თბილი, ეს ტყავისებური ხის აღმოსავლური სურნელი იხსნება კალაბრიული ბერგამოტის ესენციით და ჟასმინის ფურცლებით. მალევე პიკანტურ და დელიკატურ ზედა ნოტებს მოჰყვება უფრო ინტენსიური საბაზისო ნოტები: ტყავი, შავი ვანილი და ინდონეზიური ფაჩული. ციტრუსისა და ბალზამის ნოტებს შორის დაძაბულობას აბალანსებს რბილი, ქაშმირის მსგავსი თეთრი მუშკი, ჰელიოტროპი და კრემოვანი აქცენტების მქონე შრი ლანკას სანდალის ხის ესენცია.

Van Cleef & Arpels დაარსდა 1906 წელს ალფრედ ვან კლიფის, ბრილიანტის მჭრელის შვილისა და ესტერის - არპელის ძვირფასი ქვების დილერის ქალიშვილის სიყვარულის ისტორიის შედეგად. ერთად, ამ ორმა გვარმა 100 წლის განმავლობაში შექმნა ყველაზე მშვენიერი ისტორია ძვირფასი სამკაულების სამყაროში, ხოლო მათ წარმატებებს და მიღწევებს ყოველთვის ხელს უწყობდნენ და ამდიდრებდნენ „ოქროს ხელების“ მქონე შესანიშნავი ხელოსნები. Van Cleef & Arpels Collection Extraordinaire შეიქმნა 2009 წელს და ეძღვნება პარფიუმერიის გამორჩეულ ინგრედიენტებს. ისევე, როგორც მაღალი საიუველირო ქმნილებებისთვის არჩევენ ძვირფას ქვებს, შეირჩა რამდენიმე ექსტრაორდინალური ინგრედიენტის ესენცია პარფიუმერის მრავალფეროვანი პალიტრისთვის. Ambre Imperial, Reve d’Encens, Neroli Amara.. კოლექციის მრავალფეროვანი არომატები გვიწვევენ, რომ კანზე გამოვცადოთ მაღალი პარფიუმერიის ლეგენდარული ინგრედიენტები. ყოველმა ნოტმა ჰპოვა სრულიად ახალი, თამამი და თავისუფალი გამოხატულება კოლექციის მოულოდნელობით სავსე კომპოზიციებში. Collection Extraordinaire დახვეწილი ფლაკონები გამოკვეთენ არომატების ბრწყინვალე სურნელს. ყოველი ფლაკონის ყელზე შებმულია ყავისფერი ძაფი, წარწერითა და ბეჭდით. სუფთა, თეთრ ეტიკეტზე დატანილია არომატის დასახელება. ყოველი ფლაკონი მოთავსებულია მშვენიერ თეთრ კოლოფში. Van Cleef & Arpels -ის სახლის უძვირფასესი შთაგონების წყარო - ბუნება გამოხატულია არომატების მეშვეობით. Collection Extraordinaire -ს სუნამოებში გაერთიანებულია პარფიუმერიის ყველაზე ძვირფასი ინგრედიენტები და მათი იშვიათი სურნელი.

შეფასებები