Van Cleef & Arpels Reve D'Ylang

977

აირჩიე ზომა

Van Cleef & Arpels Reve D'Ylang - 125ml
Van Cleef & Arpels Reve D'Ylang - 125ml

Van Cleef & Arpels დაარსდა 1906 წელს ალფრედ ვან კლიფის, ბრილიანტის მჭრელის შვილისა და ესტერის - არპელის ძვირფასი ქვების დილერის ქალიშვილის სიყვარულის ისტორიის შედეგად. ერთად, ამ ორმა გვარმა 100 წლის განმავლობაში შექმნა ყველაზე მშვენიერი ისტორია ძვირფასი სამკაულების სამყაროში, ხოლო მათ წარმატებებს და მიღწევებს ყოველთვის ხელს უწყობდნენ და ამდიდრებდნენ „ოქროს ხელების“ მქონე შესანიშნავი ხელოსნები. Van Cleef & Arpels Collection Extraordinaire შეიქმნა 2009 წელს და ეძღვნება პარფიუმერიის გამორჩეულ ინგრედიენტებს. ისევე, როგორც მაღალი საიუველირო ქმნილებებისთვის არჩევენ ძვირფას ქვებს, შეირჩა რამდენიმე ექსტრაორდინალური ინგრედიენტის ესენცია პარფიუმერის მრავალფეროვანი პალიტრისთვის. Ambre Imperial, Reve d’Encens, Neroli Amara.. კოლექციის მრავალფეროვანი არომატები გვიწვევენ, რომ კანზე გამოვცადოთ მაღალი პარფიუმერიის ლეგენდარული ინგრედიენტები. ყოველმა ნოტმა ჰპოვა სრულიად ახალი, თამამი და თავისუფალი გამოხატულება კოლექციის მოულოდნელობით სავსე კომპოზიციებში. Collection Extraordinaire დახვეწილი ფლაკონები გამოკვეთენ არომატების ბრწყინვალე სურნელს. ყოველი ფლაკონის ყელზე შებმულია ყავისფერი ძაფი, წარწერითა და ბეჭდით. სუფთა, თეთრ ეტიკეტზე დატანილია არომატის დასახელება. ყოველი ფლაკონი მოთავსებულია მშვენიერ თეთრ კოლოფში. Van Cleef & Arpels -ის სახლის უძვირფასესი შთაგონების წყარო - ბუნება გამოხატულია არომატების მეშვეობით. Collection Extraordinaire -ს სუნამოებში გაერთიანებულია პარფიუმერიის ყველაზე ძვირფასი ინგრედიენტები და მათი იშვიათი სურნელი.

შეფასებები