Collection Extraordinaire - Bois d'Amande

507

აირჩიე ზომა

Collection Extraordinaire - Bois d'Amande - 75ml
Collection Extraordinaire - Bois d'Amande - 75ml

ხის კომპოზიცია. ნუში ხეების ჩრდილში. Bois d’Amande - ეს არის უმოძრაო მოგზაურობა, წარმოსახვითი მეანდრი. „როდესაც ამ ახალ არომატს ვქმნიდი, მე წარმოვიდგინე ნუშის ხეები იტალიური მზის ფონზე“, ხსნის პარფიუმერი სიდონი ლანსესერი. „მე მინდოდა შემექმნა შთამბეჭდავი კონტრასტი ხის ვერტიკალურ ნოტებს, ვანილის საბაზისო ნოტებსა და ნუშის აკორდის მიმზიდველ სინაზეს შორის.“ არომატის სტრუქტურული ხის ნოტები მიიღეს უნიკალური ვირჯინიული კედარის ხისგან, რომელიც იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთით, ფლორიდაში, მდინარე სენტ ჯოუნსის ნაპირებთან. Bois d’Amande-ს გულში მოთავსებული თბილი კედარის ნოტები გარშემოხვეულია ნუშის პუდრისებრი აკორდით, რომლის სიტკბო ვანილის საბაზისო ნოტით არის გაძლიერებული. ხავერდოვანი სურნელი, კანს დელიკატურ, აბრეშუმის მსგავს ვუალში მოსავს...

Van Cleef & Arpels დაარსდა 1906 წელს ალფრედ ვან კლიფის, ბრილიანტის მჭრელის შვილისა და ესტერის - არპელის ძვირფასი ქვების დილერის ქალიშვილის სიყვარულის ისტორიის შედეგად. ერთად, ამ ორმა გვარმა 100 წლის განმავლობაში შექმნა ყველაზე მშვენიერი ისტორია ძვირფასი სამკაულების სამყაროში, ხოლო მათ წარმატებებს და მიღწევებს ყოველთვის ხელს უწყობდნენ და ამდიდრებდნენ „ოქროს ხელების“ მქონე შესანიშნავი ხელოსნები. Van Cleef & Arpels Collection Extraordinaire შეიქმნა 2009 წელს და ეძღვნება პარფიუმერიის გამორჩეულ ინგრედიენტებს. ისევე, როგორც მაღალი საიუველირო ქმნილებებისთვის არჩევენ ძვირფას ქვებს, შეირჩა რამდენიმე ექსტრაორდინალური ინგრედიენტის ესენცია პარფიუმერის მრავალფეროვანი პალიტრისთვის. Ambre Imperial, Reve d’Encens, Neroli Amara.. კოლექციის მრავალფეროვანი არომატები გვიწვევენ, რომ კანზე გამოვცადოთ მაღალი პარფიუმერიის ლეგენდარული ინგრედიენტები. ყოველმა ნოტმა ჰპოვა სრულიად ახალი, თამამი და თავისუფალი გამოხატულება კოლექციის მოულოდნელობით სავსე კომპოზიციებში. Collection Extraordinaire დახვეწილი ფლაკონები გამოკვეთენ არომატების ბრწყინვალე სურნელს. ყოველი ფლაკონის ყელზე შებმულია ყავისფერი ძაფი, წარწერითა და ბეჭდით. სუფთა, თეთრ ეტიკეტზე დატანილია არომატის დასახელება. ყოველი ფლაკონი მოთავსებულია მშვენიერ თეთრ კოლოფში. Van Cleef & Arpels -ის სახლის უძვირფასესი შთაგონების წყარო - ბუნება გამოხატულია არომატების მეშვეობით. Collection Extraordinaire -ს სუნამოებში გაერთიანებულია პარფიუმერიის ყველაზე ძვირფასი ინგრედიენტები და მათი იშვიათი სურნელი.

შეფასებები